სირიამ რუსეთისა და აშშ-ს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარი დაუჭირა

© пресс-служба Института наследияსირია
სირია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰუმანიტარული მიზეზებით ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შევა.

თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. სირიის მთავრობამ ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აშშ-სა და რუსეთის შეთანხმებას მხარი დაუჭირა, იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ სააგენტო „როიტერზე“ დაყრდნობით. 

ფედერიკა მოგერინი - Sputnik საქართველო
ევროკავშირი: სირიაში კონფლიქტის მხარეებმა აშშ-რუსეთის შეთანხმება უნდა დაიცვან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ჟენევაში 15-საათიანი მოლაპარაკებების ფარგლებში შეათანხმეს ხუთი დოკუმენტისგან შემდგარი  „დალუქული“ პაკეტი, რომელიც სირიაში ვითარების დარეგულირებას ეხება და ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენასა და სიტუაციის პოლიტიკურ დარეგულირებას ითვალისწინებს.  

„სირიის ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა შეთანხმებას და ალეპოში ძალაში შევა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ჰუმანიტარული მიზეზებით“, — ციტირებს ადგილობრივი მედია სირიის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ წყაროს.

მრავალეტაპიანი გეგმა, რომელზეც ლავროვი და კერი შეთანხმდნენ, ითვალისწინებს 12 სექტემბრიდან სამხედრო მოქმედებებში შვიდდღიან შესვენებას,  როდესაც ისლამური დღესასწაული ყურბან-ბაირამი იწყება. მხარეები იმედს გამოთქვამენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის  ერთკვირიანი ფაზა საომარი მოქმედებების შეწყვეტის მუდმივ ფაზაში გადაიზრდება.  გეგმის მნიშვნელოვან პუნქტებს წარმოადგენს სირიის ბლოკირებული რაიონებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება, ტერორისტული ორგანიზაციების სირიის ოპოზიციისგან გამიჯვნა და სირიის ტერიტორიაზე ტერორიზმთან ბრძოლა.

 



ყველა ახალი ამბავი
0