თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ სირიის კონფლიქტის მხარეებს აშშ-რუსეთის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდა.
რუსეთმა და აშშ-მ განაცხადეს გეგმაზე, რომელიც სირიაში ძალადობის შემცირებისა და მშვიდობიანი მოლაპარაკებების აღდგენისკენაა მიმართული. გეგმის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე გაკეთდა, რომელიც სირიის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს შეეხებოდა.
„ყველა მხარემ… უნდა უზრუნველყოს შეთანხმების ეფექტურად განხორციელება, რათა საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის რეჟიმი აღდგეს“, ნათქვამია მოგერინის განცხადებაში.
როგორც მან აღნიშნა, შეთანხმებები არ ეხება იმ დაჯგუფებებს, რომელიც გაეროს მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად სახელდება.
მოგერინის სიტყვებით, გაერომ უნდა დაიწყოს წინადადებების მომზადება პროცესის პოლიტიკურ ჭრილში გადასაყვანად, რომელიც ხელს შეუწყობს მოლაპარაკებების დაწყებას.
ჟენევის მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, რუსეთი და აშშ კონფლიქტის მხარეებს სირიაში 12 სექტემბრიდან ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ.