თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. რუსეთი და აშშ სირიასთან დაკავშირებით, ყველაფერს გააკეთებენ, თუმცა მათზე ყველაფერი არ არის დამოკიდებული, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან გამართული მოლაპარაკებების შეჯამებისას.
„ჩვენ და აშშ ყველაფერს გავაკეთებთ რაც ჩვენზეა დამოკიდებული იმისთვის, რომ ყველა ქვეყანა, ვისაც ეს ეხება, გაითვალისწინონ ჩვენს დოკუმენტებში გაწერილი შეთანხმებები და პირობები. როგორც მე უკვე გითხარით, სირიის ხელისუფლებას ჩვენ ეს დოკუმენტები გავაცანით და ისინი მზად არიან შეასრულონ ყველა მოთხოვნა. ასე რომ ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა, ცხადია, რომ ყველაფერი ჩვენზე დამოკიდებული არაა“, — განაცხადა ლავროვმა ჟენევაში.
როგორც მან აღნიშნა, სირიაში მოქმედი ზოგიერთი დაჯგუფება არაკონსტრუქციულ პოზიციას იკავებს.
„მედიაში გაჟონილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პოზიციებს იკავებენ რეჟიმის ზოგიერთი დაჯგუფების ოპონენტები, რომლებიც საკუთარ თავს უმაღლეს კომიტეტებს უწოდებენ, ულტიმატუმები, კატეგორიული უარი თანამშრომლობაზე“, — განაცხადა ლავროვმა.