საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო ფარული ჩანაწერების გავრცელება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliპრეზიდენტის სასახლე
პრეზიდენტის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტი ფარული ჩანაწერების გავრცელებას ბრძოლის არასამართლიან მეთოდად მიიჩნევს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დაუშვებლად მიიჩნევს ფარული მიყურადების ჩანაწერების გავრცელებას, რომლის გამოძიებაც დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს, განაცხადა პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე. 

გასულ კვირას ინტერნეტში გავრცელდა „რუსთავი 2“-ის გენდირექტორის ნიკა გვარამიას და თბილისის საქალაქო სასამართლოს ექს-თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის აუდიოჩანაწერი. ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ჩანაწერი თავად გააკეთა მაგრამ თქვა რომ ვიღაცამ ფარულად შეაღწია მის კომპიუტერში და გაავრცელა ჩანაწერი. 

„ბრძოლა ასეთი მეთოდებით და საერთოდ ფარული ჩანაწერების გავრცელება — მიუღებელია. ეს ბრძოლის უსამართლო მეთოდია. ყველა ფაქტი, რომელიც ფარული ჩანაწერების გავრცელებას ეხება, აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული“, — თქვა მიშველაძემ. 

მან ასევე ხაზი გაუსვა სიტყვისა და მედიის თავისუფლების აუცილებლობას. 

ნიკა გვარამია - Sputnik საქართველო
გვარამიამ აღიარა, რომ მოსამართლესთან საუბარი თვითონ ჩაიწერა

ზემოთაღნიშნული აუდიოჩანაწერი იმ პერიოდისაა, როცა ახვლედიანი სასამართლოს თავმჯდომარე იყო. 

მოგვიანებით გვარამიამ თქვა, რომ ეს საუბარი ერთი წლის წინ შედგა. ახვლედიანმა უკვე მოითხოვა გვარამიასგან ბოდიშის მოხდა, ვინაიდან მან არ იცოდა თუ გვარამია ფარულად იწერდა მათ საუბარს. 


ყველა ახალი ამბავი
0