საქართველოს U-17 ნაკრების ფიასკო ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის კვალიფიკაციაში

© FB / ФФГფეხბურთელები ვარჯიშზე
ფეხბურთელები ვარჯიშზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სკანდინავიელებმა მეტოქე ქართველების კარში თითოეულ ტაიმში ორ-ორი ბურთი გაიტანეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის დასკვნით მატჩში საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებმა ფეხბურთში შვედეთის გუნდთან 0:4 წააგო, აღნიშნულია უეფას ვებ-გვერდზე განთავსებულ ცნობაში.

ქართულმა გუნდმა ორი ძირითადი მცველის — ცოტნე კაპანაძისა და გიორგი ჯინჯოლავას გარეშე ითამაშა, რომლებიც ფინეთთან წინა მატჩის დროს მოედნიდან გააძევეს, ამიტომ ქართველმა ფეხბურთელებმა შვედებს ღირსეული მეტოქეობა ვერ გაუწიეს.

შვედებმა თითოეულ ტაიმში ორ-ორი ბურთი გაიტანეს, სამი შესაძლებელიდან სამი გამარჯვება მოიპოვეს და მე-8 ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს, რითიც კონტინენტის პირველობის ელიტ-რაუნდის საგზური მიიღეს.

გიორგი ალადაშვილი - Sputnik საქართველო
აკვარელით დახატული სიზმრები და პირველი კომიქსი ქართულ რაგბიზე

რაც შეეხება გურამ ასპინძელაშვილის გუნდს, მან ტურნირის სამივე შეხვედრა წააგო, თავის კარში შვიდი ბურთი გაუშვა და არც ერთი გოლი არ გაუტანია. ასეთი მაჩვენებლებით ქართველმა ფეხბურთელებმა ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავეს.

ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ ფინელები. მათ დასკვნით დღეს ბულგარელ თანატოლებს სძლიეს და შვედებთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობა გაინაღდეს.

ევროპის U-17 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობდა 52 ნაკრები. ისინი 13 ჯგუფად იყვნენ დაყოფილი. ელიტ-რაუნდში, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი, გავიდნენ ჯგუფში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები და მესამეზე გასული ხუთი საუკეთესო ნაკრები.

ევროპის ჩემპიონატი ჩვიდმეტწლამდელთა შორის 2017 წლის 3-19 მაისს ხორვატიაში გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0