„ქრონიკა+“-ის მთავარმა რედაქტორმა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ სპეცოპერაცია დააანონსა

© FB / Элисо Киладзеელისო კილაძე
ელისო კილაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელისო კილაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ტელეკომპანიაში მოვლენების განვითარების სცენარი გამოაქვეყნა.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე ირწმუნება, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუს) ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის შენობაში, ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, სპეცოპერაციის ჩატარებას გეგმავს.

კილაძემ მოვლენების განვითარების მთელი სცენარი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე აღწერა. მისი ინფორმაციით, სუს-ს აქვს ვიდეოჩანაწერი, სადაც „რუსთავი2“-ის გათავისუფლებული თანამშრომელი, ვინმე მამუკა ტელეკომპანიის შენობასთან ნარკოტიკებს ასაღებს.

პოლიციის შენობა - Sputnik საქართველო
გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

კილაძე ირწმუნება, რომ ეს პიროვნება თანამშრომლობს სპეცსამსახურებთან, რომლებიც გეგმავენ ნარკოტიკების რეალიზების პროცესის გადაღებას ტელევიზიის შენობასთან და ამ საბაბით „რუსთავი 2“-ის შენობაში შეჭრას.

კილაძის თქმით, ამის მიზანი „რუსთავი 2“-ის მარგინალიზაციაა.

ამ მოსაზრების კომენტარისას „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გაათავისუფლებს ნებისმიერ თანამშრომელს, რომელიც სამუშაო დროს ნარკოტიკებს მოიხმარს.

„ჩვენ ვებრძვით ნარკოტიკების მოხმარებას სამუშაო საათებში, სხვა ჩვენი საქმე არ არის და ამაზე ინფორმაციასაც ვერ მოვიპოვებთ. თუ თრობის ფაქტები გამოვლინდა სამუშაო საათებში, ასეთი თანამშრომელი ავტომატურად, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ემშვიდობება სამსახურს“, — განაცხადა გვარამიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

მან აღნიშნა, რომ საგამოძიებო ორგანოებს სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება შეუძლიათ.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გვარამიამ ივანიშვილს ინტელექტუალური ხეიბარი უწოდა

„რაც შეეხება გასაღების ფაქტებს, წერტილოვნად ეძებონ, გამოავლინონ, მით უმეტეს, თუ ეს ჩვენი ტერიტორიის მიმდებარედ ხდება, სადაც ყველგან კამერებია, ამოიღონ ეს ვიდეოჩანაწერები და ნებისმიერი თანამშრომელი, ვინც არ უნდა იყოს ის, ჩემით დასრულებული, თუ ნარკოტიკებს ასაღებს, ის უნდა იყოს დასჯილი კანონის შესაბამისად, თავისთავად ცხადია“, — დაასკვნა ნიკა გვარამიამ.

კილაძე სკანდალური განცხადებებით აქამდეც არაერთხელ გამოსულა. მან ადრეც დააანონსა „რუსთავი2“-ის „აღება“, მაგრამ ეს არ მომხდარა.

„რუსთავი2“-ის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი შეიმჩნევა საპარლამენტო არჩევნების წინ. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“ ტელეკომპანია რევოლუციის პროვოცირების მიზნით ეგზიტ-პოლების გაყალბების მომზადებაში დაადანაშაულა.

გარდა ამისა, ანონიმური წყაროები აქტიურად ავრცელებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისა და გვარამიას საუბრების ფარულ აუდიოჩანაწერებს.

ყველა ახალი ამბავი
0