გვარამიამ ივანიშვილს ინტელექტუალური ხეიბარი უწოდა

© FB / Bidzina Ivanishviliბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავის დროზე მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააარსა „ქართული ოცნება“, რომელიც 2012 წელს ხელისუფლების სათავეში მოვიდა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ბიძინა ივანიშვილის სიტყვებს ფალსფიკაცია არ სჭირდება, რადგან იგი სისულელეებს ლაპარაკობს და ინტელექტუალური ხეიბარია, განაცხადა ბრიფინგზე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. 

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის სიტყვების ფალსიფიკაციის მცდელობაში დაადანაშაულა, რომელმაც თითქოს თქვა, რომ „ენმ“-ს რეიტინგი 30%-ია. კობახიძემ არხის ხელმძღვანელობას მოუწოდა ბოდიში მოუხადონ მაყურებელს ტყუილის ტირაჟირებისათვის. 

წინასაარჩევნო აგიტაცია - Sputnik საქართველო
საქართველოში რეიტინგების ფალსიფიკაციის თემა აქტიურდება

„არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილის კომენტარებს ფალსიფიკაცია ჭირდებოდეს. ეს ადამიანი ფსიქიკურად არასტაბილურია და ინტელექტუალური ხეიბარია, რადგან იმდენ სისულელეს ლაპარაკობს, რომ ამის ფალსიფიკაცია არ ღირს“, — თქვა გვარამიამ. 

ამასთან გვარამიამ კვლავ მოუწოდა ქვეყნის მოსახლეობას წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ ნებისმიერ პარტიას „ქართული ოცნების“ გარდა. „ეს (არჩევნები —რედ.შენ) რეფერენდუმია ქვეყნის გადასარჩენად. უთხარით არა ნომერ „41“-ს, ეს ბიძინა ივანიშვილის ნომერია“, — თქვა გვარამიამ. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. 

 

ყველა ახალი ამბავი
0