მამაკაცი, რომელმაც ოქრუაშვილის შეხვედრაზე ისროლა, პოლიციას ჩაბარდა

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუახნის მამაკაცი პოლიციაში თავისი ფეხით მივიდა. ის დაკავებულია.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. 53 წლის მამაკაცი პოლიციაში მივიდა და განაცხადა, რომ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის წინასაარჩევნო შეხვედრაზე შეკრებილ ადამიანებს ესროლა, აღნიშნულია შსს-ს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ინციდენტი გასულ კვირას მოხდა. სროლისას ორი ადამიანი დაიჭრა.

Une arme - Sputnik საქართველო
ოქრუაშვილმა მასზე თავდამსხმელები დაასახელა

პოლიციაში გამოცხადებული მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაადგინეს, რომ ის წარსულში ნასამართლევია.

შსს დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს, მხოლოდ მის ინიციალებს — ა. ი. მიუთითებს.

ოქრუაშვილმა, რომელიც არჩევნებზე გორის რაიონში დამოუკიდებელი კანდიდატია, თავდასხმის ორგანიზებაში „ქართული ოცნება“ დაადანაშაულა და მსროლელის ვინაობაც, ადრე არაერთხელ  ნასამართლევი — ალექსანდრე ინდუაშვილი დაასახელა.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 19-109-ე და 236-ე მუხლებით). დაკავებულს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0