ევროკავშირში ოთხშაბათს საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხს განიხილავენ

© Fotolia / Grecaud Paulევროკომისიის შენობა ბრიუსელში
ევროკომისიის შენობა ბრიუსელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში იმედი ჰქონდათ, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს ჯერ კიდევ ზაფხულში შემოიღებდა, მაგრამ ივნისის დასაწყისში საკითხის განხილვა გადადეს. გადაწყვეტილებას დაბრკოლება გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ შეუქმნეს.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ევროკავშირის საბჭო საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების საკითხს 5 ოქტომბერს განიხილავს, იუწყება ბრიუსელიდან რადიო „თავისუფლების“ კორესპონდენტი რიკარდ იოზვაკი თავის Twitter-ზე. ჟურნალისტი ელოდება, რომ განხილვის შედეგად დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. 

„ჩანს, ოთხშაბათს საბჭო „მწვანე შუქს“ აანთებს იმისთვის, რათა დაიწყოს მოლაპარაკებები ევროპარლამენტთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე“, — დაწერ იოზვაკმა. მაგრამ ეს მოლაპარაკებები არ დაიწყება, სანამ ევროკავშირის საბჭოს სტრუქტურები მუშაობენ უვიზო რეჟიმის ექსტრემალური შეჩერების მექანიზმზე. შემდეგი შეხვედრა ამ საკითხზე ოთხშაბათს გაიმართება, აღნიშნავს იოზვაკი. 

ჟურნალისტი ასევე წერს, რომ გერმანიას ჯერ კიდევ სურს კონსულტაციების გაგრძელება ევროპარლამენტთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებამდე. 

ვილნიუსი - Sputnik საქართველო
ლიტვაში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირეს

საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ელოდებიან რეგულაციების ცვლილების საბოლოო ვარიანტის მომზადებას. 

ტექსტი უნდა შეათანხმონ ევროპარლამენტის, ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს წარმომადგენლებმა. ამის შემდეგ დოკუმენტს კენჭი უნდა უყარონ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე და შემდეგ დაამტკიცონ ევროკავშირის საბჭოში. თუ ევროპარლამენტარები მხარს დაუჭერენ კანონპროექტს, საქართველოს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ 180 დღის მანძილზე 90 დღე უვიზოდ დაჰყონ შენგენის ზონაში. 

ყველა ახალი ამბავი
0