საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16%-ით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stanislav Savinსატვირთო კონტეინერები
სატვირთო კონტეინერები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რვა თვეში იმპორტი გაიზარდა 23%-ით, ხოლო ექსპორტი 10%-ით შემცირდა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იანვარ-აგვისტოს პერიოდში 7,4 მლნ აშშ დოლარი (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 16%-ით მეტია.

2016 წლის რვა თვეში ექსპორტმა 1,3 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2015 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე 10%-ით ნაკლებია, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.

ღვინის საერთაშორისო გამოფენა Wine & Spirit - Sputnik საქართველო
ღვინო, მინერალური წყალი, ფეროშენადნობები – მთავარი საექსპორტო საქონელი რუსეთში

საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში აღნიშნულ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრადდამუშავებულ ოქროს, ტყისა და სხვა სახის თხილს და ა.შ.

იანვარ-აგვისტოში იმპორტმა დაახლოებით 6,1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უკავია ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ნავთობის გაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, მარცვლეულს, ელექტროტრანსფორმატორებსა და სამკურნალო საშუალებებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 4,8 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო ბრუნვის 65%-ია.

ყველა ახალი ამბავი
0