თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიისა და არჩევნების დაკვირვებისთვის საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 91 არასამთავრობო ან საზოგადოებრივი ორგანიზაციიდან 6 550 ადგილობრივი დამკვირვებელი დაარეგისტრირა, აღნიშნულია ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ მასალებში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 8 ოქტომბერს ჩატარდება. მასში რეგისტრირებულია 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი.
დამკვირვებლების ყველაზე დიდი რაოდენობა რეგისტრირებულია ორგანიზაციიდან „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) – 929 ადამიანი. შემდეგ მოდის ორგანიზაცია „ახალი ინიციატივა — დემოკრატიული არჩევნები“ (911), „ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი“ (817), „საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება“ (723) და „ ახალგაზრდა ევროპელები“ (657).
საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ტარდება, 77 დეპუტატს აირჩევენ პროპორციული, ხოლო 73-ს — მაჟორიტარული სისტემით.