თბილისი, 3 ოქტომბერი — Spitnuk. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ნიკა მელია, გიგა ბოკერია და გიორგი ტუღუში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ და მას აქციის დეტალები გააცნეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია" შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ამომრჩეველთან შემაჯამებელი შეხვედრის ჩასატარებლად, ენმ 5 ოქტომბერს თბილისში მასშტაბური აქციის გამართვას გეგმავს. აქცია 16:00 საათზე ვარდების მოედანზე დაიწყება. შესაბამისი მოთხოვნით ენმ-მა თბილისის მერიას უკვე მიმართა.
„ჩვენ ველოდებით ძალიან მასშტაბურ აქციას 5 ოქტომბერს 4 საათზე. ბუნებრივია, უნდა შეგვეთანხმებინა ორგანიზაციული საკითხები შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის. ყველა დეტალი გავიარეთ““, — განაცხადა ენმ-ის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ნიკა მელიამ.
მელიამ იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს შს სამინისტრო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ასევე შეასრულებს თავის მოვალეობას.
„ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება. ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, მაგრამ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიცია, რომელიც მალე შეცვლის ხელისუფლებას არჩევნების გზით, საჭიროდ ვთვლით პოლიციასთან კოორდინირებას ტექნიკური საკითხების“, — განაცხადა პარტიის მდივანმა საერთაშორისო საკითხებში გიგა ბოკერიამ.
ენმ-ში ასევე აღნიშნავენ, რომ შეხვედრა შსს-ში თავიანთი ინიციატივით გაიმართა.