ივანიშვილი: ენმ-ს დეპუტატები პარლამენტში ცუციკებივით იჯდებიან

© video: Sputnik / Александр Имедашвилиპარლამენტი
პარლამენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრის პროგნოზით, საქართველოს პარლამენტში არჩევნების შემდეგ ყველაზე აქტიური ოპოზიციური პარტიიდან მხოლოდ 10 დეპუტატი შევა.

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრობის“ დეპუტატები  მეცხრე მოწვევის პარლამენტში ცუციკებივით იქნებიან, განაცხადა ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში შერეული სისტემით ტარდება — 77 დეპუტატი პარტიული სიით აირჩევა ხოლო 73 დეპუტატი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატებიდან. 

”ნაციონალურ მოძრაობას” ეყოლება 5-10 თუ 15 დეპუტატი, მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მთავარია, რომ ეს ბობოქრობა და ანტაგონიზმი მორჩება…საუბარი მაქვს იმაზე, რომ ისინი ვეღარ „იბლატავებენ“, თავისი ადგილი ექნებათ…იქნებიან ცუციკებივით“, — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას. 

ექს-პრემიერის პროგნოზით, „ენმ“ —ს შეუძლია პატიული სიით 10-მდე დეპუტატის გაყვანა, ხოლო მაჟორიტარულ ოლქებში, გამარჯვებას ვერ შეძლებენ, მათ შორის ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში, სადაც „ენმ“-ს კანდიდატი ექს-პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოფსია.

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: „ნაცმოძრაობას“ რევოლუციისთვის რესურსი არ აქვს
 

ივანიშვილი თვლის, რომ მმართველი ძალა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საპარლამენტო უმრავლესობის ფორმირებას შეძლებს და პარლამენტში 108-დან 124 ადგილს მიიღებს. 

„პარტიული სიით „ქართული ოცნება“ მინიმუმ 48-მდე და მაქსიმუმ 54 ადგილს მიიღებს, მაჟორიტარულ არჩევნებში მინიმუმ — 60-ს და მაქსიმუმ — 70 მაჟორიტარს… დომინანტი პარტია არის „ქართული ოცნება“ და მე შემთხვევით არ ვუჭერ მხარს. არ ჰყავს ალტერნატივა და არ მოუწევს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. ოპონირება იქნება გარეთაც და პარლამენტშიც. ჩემი აზრით, 5-6 პარტია იქნება წარმოდგენილი და ეს იქნება კარგი”, — განაცხადა ივანიშვილმა.

ქართული ოცნების წარმომადგენლები ყრილობაზე - Sputnik საქართველო
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სცემეს
 

ექს-პრემიერი დარწმუნებულია, რომ მომავალი პარლამენტი მრავალპარტიული იქნება. ამასთან, ივანიშვილის აზრით, ირაკლი ალასანია „თავისუფალ დემოკრატებს“ აქვთ შანსი რომ მთავარ ოპოზიციურ ძალად იქცნენ. „ჩემი აზრით, გაჩნდა შანსი, რომ მეორე ადგილზე ”თავისუფალი დემოკრატები” გავიდნენ»,- აღნიშნა ივანიშვილმა. 

ამასთან ივანიშვილმა გააკრიტიკა ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი და მას ბრალი დასდო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კავშირში. 

„ეს არის ერთადერთი კაცი ქართულ პოლიტიკაში, რომელიც მილიონერი გახდა ხელისუფლებაში მოსვლის გარეშე… ბოლო ექვსი თვის მანძილზე მას არც ერთი ცუდი სიტყვა არ უთქვამს „ნაცმოძრაობაზე“და მხოლოდ ივანიშვილს აგინებს“, — თქვა მან. 

 

ყველა ახალი ამბავი
0