ბურჯანაძე: თუ სააკაშვილი დაბრუნდება იგი ციხეში ჩაჯდება

© photo: Sputnik / Denis Aslanovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს საქართველოში ჩამოსვლას და „არჩევნების შედეგების“ დაცვას.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. პარლამენტის ექს-სპიკერი ბლოკ „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნონო ბურჯანაძე პირობას დებს, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდება ციხეში ჩასვამს. 

„26 მაისს ჩემს დაჭერას ვაჟკაცობა უნდოდა, რომელიც სააკაშვილის არასოდეს არ ჰქონია და არც ახლა აქვს. მინდა, ვუთხრა მიხეილ სააკაშვილს, შენ არ გაქვს იმის ვაჟკაცობა, რომ საქართველოში ჩამოხვიდე, მაგრამ თუ გაბედავ და ჩამოხვალ, დიახ, ამჯერად მე და ყველა ის ადამიანი, ვინც 26 მაისს შეუდრეკლად ვიდექით და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი კიდევ, დაგხვდებით და წაგიყვანთ იქ, სადაც არის შენი ადგილი. დიახ, შენ ჩაჯდები ციხეში,“ — განაცხადა ნინო ბურჯანაძემ ტელეკომპანია «რუსთავი 2“-ის ეთერში. 

დაპირისპირება ნინო ბურჯანაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის 2008 წელს დაიწყო, მაშინ როცა ნინო ბურჯანაძემ ხმაურით დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და თავისი პარტია დააარსა. სიტუაცია „ვარდების რევოლუციის“ ორ ლიდერს შორის განსაკუთრებით 2011 წელს დაიძაბა, როცა ნინო ბურჯანაძემ მასობრივი საპროტესტო აქციები მოაწყო სააკაშვილის რეჟიმის მმართველობის წინააღმდეგ. 2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქცია ხელისუფლებამ პოლიციის ძალებითა და სპეცრაზმით დაშალა რეზინის ტყვიების, ხელკეტებისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.  

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

2016 წელს აღნიშნული აქციის დარბევის გამო სააკაშვილის ხელისუფლების შსს-ს მაღალჩინოსნებს ხელისუფლების გადამეტებაში დასდეს ბრალი. 

ნინო ბურჯანაძემ საქართველოს პროკურატურის აღნიშნული განცხადების შემდეგ, მოითხოვა, რომ ბრალი წარედგინათ მიხეილ სააკაშვილისათვის. 

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველო მისი ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის არჩევის შემდეგ დატოვა. თავდაპირველად იგი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ ამერიკულ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს, ხოლო შემდეგ კიევში ჩავიდა და უკრაინის ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთობების წყალობით ძალიან მალე ოდესის გუბერნატორის პოსტი დაიკავა და უკრაინის მოქალაქეობა მიიღო. 

სააკაშვილის საქართველოდან წასვლის შემდეგ მის წინააღმდეგ ოთხი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს და მასზე შიდასახელმწიფოებრივი ძებნა გამოცხადდა. 


ყველა ახალი ამბავი
0