სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

© AFP 2024 / ANATOLII STEPANOVმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამშობლოში „არჩევნების შედეგების დაცვას“ აპირებს.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკიდან პირობას დებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ჯიბრზე ჩამოვა საქართველოში.

„ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას იმიტომ, რომ ძალიან მარტივია. რატომ არის, რომ ივანიშვილი დღე და ღამე იძახის, სააკაშვილი თუ ჩამოვა, დავიჭერთ, სააკაშვილს ასეთ საკანში ჩავსვამ, ისეთ საკანში ჩავსვამ, შუქს გამოურთავ ჩავურთავო. იმიტომ, რომ პანიკურად ეშინია ჩემი ჩასვლის“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ემიგრანტებთან შეხვედრაზე ნიუ-იორკში, რომელსაც „რუსთავი 2“ გადმოსცემდა.

ექს-პრეზიდენტის თქმით, აუცილებლად გაუკეთებს ივანიშვილს იმას, „რისიც მას პანიკურად ეშინია“.

საკანი - Sputnik საქართველო
ივანიშვილი: სააკაშვილს კარგი ციხის საკანი ელოდება

მიხეილ სააკაშვილმა შეხვედრაზე საქართველო-რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და ბიძინა ივანიშვილს „პუტინის ხელის ბიჭი“ უწოდა.

„თუ დააკვირდით, ერთხელ არ დაელაპარაკა მას პუტინი. რატომ უნდა დაელაპარაკოს? პუტინისთვის ის არის ხელის ბიჭი. მიუგდო თავის ფული და უთხრა, აჰა, ჩამომაშორე სააკაშვილიო. სულ არ თვლის, რომ ეს სერიოზულად უნდა მიიღოს რამეში“, — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა ემიგრანტ მხარდამჭერებს დარწმუნებით განუცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბევრად დიდ პატივს სცემდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას, როგორც მტრებს, ვიდრე ამჟამინდელ „ხელის ბიჭებს“.

ყველა ახალი ამბავი
0