ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს

© photo: Sputnik / Alexey Filippovვილნიუსი
ვილნიუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დეკლარაციაში მითითებულია მხარდაჭერის მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია თავდაცვის სექტორის რეფორმებსა და კორუფციასთან ბრძოლაზე.

თბილისი, 2 ოქტომბერი — Sputnik. სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების სამხედრო პოლიტიკის დირექტორთა შეხვედრაზე, ხელი მოეწერა დეკლარაციას საქართველოს და უკრაინის მხარდამჭერი პროგრამის განვითარების შესახებ, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვისტი“ ლიტვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. 

„ამ დოკუმენტის საფუძველზე ჩვენი ქვეყნები გააერთიანებენ ძალებს ისეთი ქვეყნების მხარდაჭერის კუთხით, როგორიცაა საქართველო და უკრაინა. მომავალში იმედი გვაქვს, რომ საერთო მხარდაჭერის პროგრამა გაფართოვდება“, თქვა შეხვედრის მსვლელობისას ლიტვის თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკის დირექტორმა ვაიდოტას ურბიალისმა. 

ვილნიუსი - Sputnik საქართველო
ლიტვაში საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ ვიზების გაუქმებას მხარი დაუჭირეს

უწყების მონაცემებით, დეკლარაციაში დადგენილია ძირითადი მიმართულებები და მხარდაჭერის მეთოდები, განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული თავდაცვის სექტორის რეფორმაზე და კორუფციასთან ბრძოლაზე. 

. სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების სამხედრო პოლიტიკის დირექტორთა ყოველწლიურად ტარდება. შეხვედრის ფარგლებში მზადდება გადაწყვეტილებები, რომლებიც შემდგომში წარმოდგენილი იქნება თავდაცვის მინისტრთა შეხვედრაზე. ბალტიისა და სკანდინავიის ქვეყნების თავდაცვის მინისტრთა შეხვედრა 8-9 ნოემბერს კოპენჰაგენში გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0