ნუგზარ ჭიაბერაშვილი „თავისუფალ ზონას“ ტოვებს და არეულობას აანონსებს

გამოწერა
ნუგზარ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომ დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“, ვინაიდან ძალადობას ემიჯნება.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონა“ თბილისში არეულობას გეგმავენ, განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

საარჩევნო პლაკატები - Sputnik საქართველო
საქართველო არჩევნების წინ: დაძაბულობა იმატებს

შეგახსენებთ: გასულ კვირაში „თავისუფალი ზონის“ კიდევ ერთმა წევრმა, ბესო კალაძემ განაცხადა, რომ ორგანიზაციამ მიხეილ სააკაშვილისგან 8 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, საპროტესტო აქციის მოწყობისა და ხალხის ქუჩებში გამოყვანის დავალება მიიღო. მისი განცხადების საფუძველზე უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მომზადებაზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. 

„თათბირებზე კობა ხაბაზი, ჩიორა თაქთაქიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები დაახლოებით ერთი თვის მანძილზე გვაცნობენ დესტაბილიზაციის გეგმას: იმ შემთხვევაში, თუ ისინი არჩევნებს წააგებდნენ, ჩვენ უნდა მოგვეხდინა დედაქალაქის ლოკალიზება საკუთარი ავტომანქანებით, კერძოდ უნდა დაგვეწვა მანქანები კანცელარიასთან და დედაქალაქის ცენტრში, რასაც შემდეგ „ნაციონალური მოძრაობა“ აგვინაზღაურებდა“, — განაცხადა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელსაც ტელეკომპანია „იმედი“ ტრანსლირებდა.

აღსანიშნავია, რომ ჩიორა თაქთაქიშვილი მყის გამოეხმაურა ნუგზარ ჭიაბერაშვილის განცხადებას, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ჭიაბერაშვილის ნათესავია, და საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტი გამოაქვეყნა. 

ჭიაბერაშვილის თქმით, „თავისუფალი ზონა“ იმ მიზეზით დატოვა, რომ მისთვის მიუღებელია ძალადობა.

„მე ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და ვტოვებ „თავისუფალ ზონას“. იმ შემთხვევაში, თუ ჩემი და ორგანიზაციის სხვა წევრების მიმართ რაიმე სახის ძალადობა განხორციელდა, მთელ პასუხისმგებლობას ვაკისრებ „ნაციონალური მოძრაობს“, — განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

ყოფილი ხელისუფლების წევრმა ის ადგილებიც დაასახელა, სადაც არეულობები იგეგმება და დროც დააკონკრეტა.

„ეს იქნება ეგზიტპოლების გამოცხადებამდე, ან გამოცხადების შემდეგ. დედაქალაქში მათი გეგმით სამ ადგილას უნდა მოეწყოს დესტაბილიზაცია: ესაა თავისუფლების მოედანი, სახელმწიფო კანცელარია და ის ადგილი, სადაც 9 აპრილის ტრაგედია დატრიალდა“, — აღნიშნა მან.

ჭიაბერაშვილი ირწმუნება, რომ ამ ყველაფერს ორგანიზებას გაუწევს „თავისუფალი ზონა“, რომლის ხელმძღვანელიც აკაკი მინაშვილია.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე უარყო ბრალდებები და  მარაზმად შეაფასა აღნიშნული განცხადება.

„ხელისუფლება ცდილობს დააშინოს მოქალაქეები, რომ სახელმწიფო გადატრიალება მოხდება. ეს უკვე მარაზმს ჰგავს. ახლა ჩიორა თაქთაქიშვილი მონათლეს შეიარაღებული გადატრიალების ხელმძღვანელად და ეს უკვე ყველა ზღვარს სცდება“, — განაცხადა ენმ-ის წევრმა გიორგი თევდორაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0