ინდოეთში, ტერაქტების საშიშროების გამო, განგაში გამოცხადდა

© photo: Sputnikნიუ-დელი, ინდოეთი
ნიუ-დელი, ინდოეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყნის შსს შიშობს, რომ ექსტრემისტებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე ტერაქტების მოწყობა შეუძლიათ.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. ინდოეთის შსს-მ ქვეყნის დედაქალაქსა და რამდენიმე შტატში, ტერაქტების საფრთხის გამო, განგაში გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ინდოელმა სამხედროებმა პაკისტანთან კონტროლის ხაზზე ზავი დაარღვიეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Times of India-ზე დაყრდნობით.

ინდოეთი - Sputnik საქართველო
ინდოეთში არეულობას 64 ადამიანი ემსხვერპლა

განგაში გამოცხადდა ნიუ-დელისა და პაკისტანის საზღვრის მიმდებარე შტატებში.

ქვეყნის შსს შიშობს, რომ ექსტრემისტებს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, საწარმოო კომპლექსებზე, ხალხის თავშეყრის ადგილებში, აეროპორტებში, ისტორიული ძეგლების სიახლოვესა და სამთავრობო დაწესებულებებში ტერაქტების მოწყობა შეუძლიათ.

შეგახსენებთ: 18 სექტემბერს ურიში ბოევიკთა სამხედრო ნაწილზე თავდასხმამ მკვეთრად გააუარესა პაკისტანისა და ინდოეთის ურთიერთობები, რომელიც ისედაც კრიზისში იყო.

ყველა ახალი ამბავი
0