გაეროს უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა რუსეთი გახდა

© photo: Sputnik / Dmitriy Astakhov / გადასვლა მედიაბანკშიგაეროს უსაფრთხოების საბჭო
გაეროს უსაფრთხოების საბჭო - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავმჯდომარე ქვეყნის პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ერთი თვის განმავლობაში გრძელდება.

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა დღეიდან, 1 ოქტომბრიდან რუსეთი ხდება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომა 3 ოქტომბერს გაიმართება და ერთთვიანი სამუშაო პროგრამა შეთანხმდება.

პან გი მუნი - Sputnik საქართველო
პან გი მუნი წუხს, რომ მისი ვიზიტი თბილისში გადაიდო

გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, დაგეგმილია დაახლოებით ოცი სხდომა. ის ძირითადი თემები, რომლებითაც რუსეთი დაკავდება ოქტომბერში, აფრიკაში მიმდინარე კონფლიქტები: სუდანის დარფუტში, კონგოში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სამხრეთ სუდანში არსებული ვითარება,  და აგრეთვე ახლოაღმოსავლური პრობლემატიკა გახლავთ.

ახლო აღმოსავლეთში ვითარების დარეგულირების თემაზე ყოველკვარტალური ღია დებატები 19 ოქტომბრისთვისაა მონიშნული, ხოლო 25 ოქტომბერს ღია დებატებზე გაეროს გენმდივნის მოხსენებას განიხილავენ სახელწოდებით „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“.

„რუსეთის წარმომადგენლობის ძირითადი ღონისძიება 28 ოქტომბრის დებატები იქნება გაეროს რეგიონულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე: კოლექტური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან, შანხაის ტანამშრომლობის ორგანიზაციასთან და დსთ-სთან“, — აღნიშნეს რუსეთის დიპლომატიურ მისიაში.

ამას გარდა, 5 ოქტომბერს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში ორგანიზაციის გენერალური მდივნის კანდიდატებისთვის კენჭისყრა გაიმართება ახალ ფორმატში. 21 ივლისის შემდეგ საბჭოს წევრებმა კენჭისყრის ხუთი რაუნდი ჩაატარეს, რომლებში გამარჯვებული ყოველთვის პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიო გუტერიში გამოდიოდა. მეორე ადგილს სერბეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ვუკ ერემიჩი იკავებდა, ხოლო მესამეს — სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი.

მომდევნო რაუნდში კენჭისყრის ცხრა მონაწილეს კიდევ ერთი კანდიდატი, ევროკომისარი  კრისტალინა გეორგიევა შეემატება, რომელიც ბულგარეთის მთავრობამ წარადგინა. 

აღსანიშნავია, რომ იუნესკოს გენერალური დირექტორი ირინა ბოკოვა ასევე ღებულობს მონაწილეობას არჩევნებში.

გაეროს გენერალური მდივნის დასამტკიცებლად უსაფრთხოების საბჭოს წევრ ქვეყანათა უმრავლესობის ხმაა საჭირო — 15-დან ცხრა ხმა, ამასთან, ხუთი მუდმივი წევრი ქვეყნიდან არცერთი უნდა იყოს წინააღმდეგი.

შეგახსენებთ: უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 15 წევრ სახელმწიფოს შორის ირჩევა ალფაბეტური თანმიმდევრობით. თავმჯდომარე ქვეყნის პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე ერთი თვის განმავლობაში გრძელდება.

გაეროს უსაფრთხოების საბჭო 5 მუდმივი და 10 არამუდმივი წევრი ქვეყნისგან შედგება, რომლებსაც ორი წლით ირჩევენ. ამჟამად უსაფრთხოების საბჭოს წევრი არამუდმივი ქვეყნები არიან: ანგოლა, ვენესუელა, ეგვიპტე, ესპანეთი, მალაიზია, ახალი ზელანდია, სენეგალი, უკრაინა, ურუგვაი და იაპონია, ხოლო მუდმივი წევრები — დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი.

ყველა ახალი ამბავი
0