პან გი მუნი წუხს, რომ მისი ვიზიტი თბილისში გადაიდო

© Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიპან გი მუნი
პან გი მუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროს გენერალური მდივანი მზადაა, საქართველოს წლის განმავლობაში ეწვიოს.

თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან სატელეფონო საუბრისას სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მას ქვეყანაში ვიზიტის მოულოდნელად გადადება მოუხდა, აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გაეროს გენერალური მდივანი კვირიკაშვილს ტელეფონით შაბათს დაუკავშირდა.

„პან კი მუნი მზად არის, მიმდინარე წლის განმავლობაში ეწვიოს საქართველოს, რათა პირადად გაეცნოს ქვეყნის მიერ დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების კუთხით მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს“, — ნათქვამია განცხადებაში.

პან გი მუნი - Sputnik საქართველო
სამხრეთ კავკასიაში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი გადაიდო

საქართველოსთან ერთად გაეროს გენერალური მდივანი სომხეთსა და აზერბაიჯანში ჩასვლას გეგმავდა. ყველა ვიზიტის ვადა გადაიხედება.

პან გი მუნი საქართველოში 2007 წლის ივნისში, ავღანეთიდან ევროპაში მგზავრობის დროს, გავლით იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0