სამხრეთ კავკასიაში გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტი გადაიდო

© photo: Sputnik / Сергей Гунеев / გადასვლა მედიაბანკშიპან გი მუნი
პან გი მუნი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევანში, თბილისსა და ბაქოში პან გი მუნის ვიზიტის თარიღი გადაიხედება, განაცხადა გენერალური მდივნის პრეს-მდივანმა.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის სამხრეთ კავკასიაში აპრილის ბოლოს დაგეგმილი ვიზიტი არ გაიმართება, განაცხადა ხუთშაბათს გაეროს ერევნის ოფისის საზოგადოებრივი ინფორმაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა არმინე გალაჯიანმა გაეროს გენერალური მდივნის პრეს-მდივნის სტეფან დიუჟარიკის ინფორმაციაზე დაყრდნობით.

გაეროს გენერალური მდივანი სომხეთში 25 აპრილს გეგმავდა ჩასვლას. რეგიონული ვიზიტის ფარგლებში გაეროს გენმდივანს თბილისსა და ბაქოშიც ელოდებოდნენ.

„როგორც სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა, გენერალურ მდივანს რეგიონში სტუმრობა ძალიან უნდოდა, მაგრამ ექსტრემალური მიზეზების გამო ამ დღეებში ის სხვა ადგილზე უნდ აიყოს. სამხრეთ კავკასიაში ვიზიტის ვადები გადაიხედება“, — განაცხადა გალაჯიანმა.

პან გი მუნი საქართველოში 2007 წელს, ავღანეთიდან ევროპაში მიმავალ გზაზე გავლით იმყოფებოდა. ამასთან, 2007 წლიდან, როდესაც ამ თანამდებობაზე მუშაობას შეუდგა, ის სომხეთსა და აზერბაიჯანში არც ერთხელ არ ჩასულა.

ყველა ახალი ამბავი
0