საქართველოსთვის ვიზების გაუქმების საკითხი 2017 წლის გაზაფხულამდე არ გადაწყდება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიევროპარლამენტის შენობა
ევროპარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირის უვიზო რეჟიმი საქართველოსა და უკრაინასთან მხოლოდ ევროპარლამენტის მიერ რეჟიმის მოქმედების შეჩერების მექანიზმის მოწონების შემდეგ დაწესდება.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik.  ევროკავშირის გადაწყვეტილება უვიზო რეჟიმზე გადასვლის შესახებ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისთვის 2017 წლის გაზაფხულამდე ნაკლებად სავარაუდოა, მიიჩნევს საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ ევროპარლამენტთან დაახლოებული ანონიმური დიპლომატიური წყარო ბრიუსელში.

„ევროკავშირის რიგ ქვეყნებში მომავალ წელს დაგეგმილ არჩევნებთან და ამ ქვეყნებში საზოგადოებრივი აზრიდან გამომდინარე, ჩემ ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოსა და უკრაინასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილება-ის ლოდინი არ ღირს“, — განაცხადა სააგენტო თანამოსაუბრემ.

გიორგი კვირიკაშვილი, ფედერიკა მოგერინი, დონალდ ტუსკი, მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
ტუსკმა და მოგერინიმ საქართველისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას მხარი დაუჭირეს

ევროპული გამოცემა Politico-ს ელექტრონული ვერსიის მონაცემებით, „საქართველოსთან, კოსოვოსთან, უკრაინასთან და თურქეთთან“ უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებების ლიბერალიზაცია დამოკიდებულია ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებისა და ევროპარლამენტის დეპუტატების მოლაპარაკებებზე ე. წ. მექანიზმის თაობაზე, რომელიც, საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში, სავიზო რეჟიმის აღდგენის საშუალებას იძლევა. გამოცემის ვერსიით, ევროპარლამენტარები ამ საკითხში თავშეკავებული არიან.

როგორც „რია ნოვოსტი“ აცხადებს, ამ ინფორმაციის დადასტურება და ან უარყოფა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა კომიტეტში (LIBE) ვერ მოხერხდა. 

LIBE-მ 5 სექტემბერს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზო რეჟიმის წარდგენის მხარდამჭერი მოსაზრება გამოთქვა. იმავე კომიტეტმა 26 სექტემბერს მხარი დაუჭირა უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებას.

ევროკომისიამ 2015 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ უკრაინამ და საქართველომ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით ყველა პირობა შეასრულეს. საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებებს იმედი აქვთ, რომ უვიზო რეჟიმი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ამოქმედდება.

ყველა ახალი ამბავი
0