თბილისი, 29 სექტემბერი– Sputnik. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავდამსხმელმა ვიქტორ სანიკიძემ ბერძნული კლუბის "არისის" შემადგენლობაში პირველი მატჩში ითამაშა. სეზონის დასაწყისამდე "არისმა" რუმინულ "სტიაუას" ამხანაგურ მარჩში შეხვდა და ანგარიშით 91:76 მოიგო.
სანიკიძემ პარკეტზე 25 წუთი გაატარა და ექვსი ქულა მოიპოვა, გააკეთა ექვსი მოხსნა, სამი წართმევა და 11 შედეგიანი გადაცემა.
პირველ ოფიციალურ მატჩს "არისი" 8 ოქტომბერს სალონიკიდან "ტრიკალასის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
ბერძნულ გუნდთან კონტრაქტს 30 წლის სანიკიძემ ხელი სექტემბრის დასაწყისში მოაწერა. კონტრაქტი ერთწლიანია.
გასული სეზონი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თავდამსხმელმა თურქულ "ტედ კოლეჟლილერში" გაატარა, სადაც თამაშში საშუალოდ 12,2 ქულას იღებდა, აკეთებდა 7,9 მოხსნას და 2,8 შედეგიან ჩაწოდებას.
თურქეთის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით ანკარის გუნდმა მე-14-ე ადგილი დაიკავა.