საქართველოს ნაკრები კალათბურთში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა

© FB / Федерация баскетбола Грузииსაქართველოს ნაკრები კალათბურთში
საქართველოს ნაკრები კალათბურთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა სპორტსმენებმა ჩერნოგორიის ნაკრებს ანგარიშით 90:84 სძლიეს, F–ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და „ევრობასკეტ–2017“–ის საგზური მოიპოვეს.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ევროპის ჩემპიონატის კვალიფიკაცია ზედიზედ მეოთხედ მოიპოვა.

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა გასვლით მატჩში ჩერნოგორია 90:84 დაამარცხა და F–ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, რაც მას ევროპის ჩემპიონატზე ავტომატურ საგზურს აძლევს.

ორივე გუნდს მატჩის წინ შეეძლო თავი მშვიდად ეგრძნო, რადგან მასპინძლებს კონტინენტის პირველობის საგზური, ნებისმიერი განლაგების შემთხვევაში (როგორც პირველ ან მეორე ადგილზე გასული გუნდი) გარანტირებული ჰქონდათ. სტუმრებსაც შთამბეჭდავი მაჩვენებლები ჰქონდათ და „ევრობასკეტ–2017“–ზე მათი მონაწილეობა 90%–ით იყო გარანტირებული.

© FB/საქართველოს კალათბურთის ფედერაციასაქართველოს ნაკრები ჩერნოგორიის წინააღმდეგ
საქართველოს ნაკრები ჩერნოგორიის წინააღმდეგ - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრები ჩერნოგორიის წინააღმდეგ

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები რევანშისთვის მთელი მონდომებით იყო მზად (თბილისში მათ ანგარიშით 74:76 წააგეს). ამოცანას ართულებდა ის, რომ საქართველოს გუნდში ერთერთი საუკეთესო თავდამსხმელი – თორნიკე შენგელია არ იყო, რომელიც მუხლის ტრავმის გამო ჩერნოგორიაში ვერ გაემგზავრა.

მიუხედავად ამისა, ილიას ზუროსის გუნდმა თამაში დიდი შემართებით დაიწყო და პირველი მონაკვეთი 8–ქულიანი სხვაობით – 26:18 დაასრულა.

შესვენებისას ბოგდან ტანევიჩმა თავისი გუნდის თამაშში კორექტივები შეიტანა, რამაც თავისი ნაყოფი გამოიღო. მეორე და მესამე მეოთხედები მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა – 23:19 და 21:19.

© FB/საქართველოს კალათბურთის ფედერაციაჩერნოგორიის ნაკრების მწვრთნელი ბოგდან ტანევიჩი
ჩერნოგორიის ნაკრების მწვრთნელი ბოგდან ტანევიჩი - Sputnik საქართველო
ჩერნოგორიის ნაკრების მწვრთნელი ბოგდან ტანევიჩი

ანალოგიური სცენარით განვითარდა მოვლენები დასკვნით მონაკვეთშიც. ფინალურ სასტვენამდე ზუსტად ორი წუთით ადრე ჩერნოგორიის გუნდი 84:79–ს იგებდა.

ქართველებს, ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად, მინიმუმ ოთხულიანი სხვაობით უნდა მოეგოთ. ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ ორ წუთში სტუმრები 9 ქულის აღებას შეძლებდნენ და თან, მეტოქეს არცერთ ბურთს კალათში არ ჩააგდებინებდნენ. მაგრამ ასე მოხდა.

თავდაპირველად სამქულიანი ტყორცნები მაიკლ დიქსონმა და ვიქტორ სანიკიძემ შეასრულეს და საქართველოს ნაკრები ამით უკვე დაწინაურდა – 85:84.

© FB/საქართველოს კალათბურთის ფედერაციანაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ჩერნოგორიასთან მატჩის დროს
ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ჩერნოგორიასთან მატჩის დროს - Sputnik საქართველო
ნაკრების კაპიტანი ზაზა ფაჩულია ჩერნოგორიასთან მატჩის დროს

მაგრამ აქ ქართველების დასახმარებლად თავად ჩერნოგორიელები მოვიდნენ. მასპინძლებმა, როდესაც გააცნობიერეს, რომ აგებდნენ, შესამჩნევად დაიწყეს ნერვიულობა, ისინი ბურთს ვეღარ აკონტროლებდნენ, არღვევდნენ თამაშის წესებს, ხოლო საჯარიმო დარტყმების დროს ქართველ კალათბურთელებს ასე ზუსტად არასდროს უტყორცნიათ ბურთი. დიქსონმა, სანიკიძემ და ზაზა ფაჩულიამ კიდევ ხუთი ქულა აიღეს და საქართველოს მატჩში გამარჯვება და ჯგუფში პირველი ადგილი მოუტანეს.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გამარჯვებულთა გუნდში მაიკლ დიქსონი აღმოჩნდა – 31 ქულა. ნაკრების კაპიტნის ფაჩულიას ანგარიშზე 29 ქულაა.

© FB/საქართველოს კალათბურთის ფედერაციასაქართველოს ნაკრების გამარჯვება ჩერნოგორიის გუნდთან
საქართველოს ნაკრების გამარჯვება ჩერნოგორიის გუნდთან - Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრების გამარჯვება ჩერნოგორიის გუნდთან

ამგვარად, გამოვლინდა 11 გუნდი, რომლებიც "ევრობასკეტ–2017"–ზე ითამაშებენ. ჯგფებში პირველი ადგილებიდან გავიდნენ: ბელგია, გერმანია, რუსეთი, პოლონეთი, სლოვენია, საქართველო და უნგრეთი, მეორე ადგილებიდან: ისლანდია, ჩერნოგორია, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა.

ეს ნაკრებები შეუერთდებიან გუნდებს, რომლებმაც გასული ტურნირისა და ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად ევროპის ჩემპიონატის საგზურები უკვე მოიპოვეს. ესენია: ხორვატია, ჩეხეთი, საფრანგეთი, საბერძნეთი, იტალია, ლატვია, ლიტვა, სერბეთი და ესპანეთი.

კიდევ ოთხმა ნაკრებმა, როგორც „ევრობასკეტ–2017“–ის მასპინძელმა ქვეყნებმა, ევროპის საკალათბურთო ელიტაში მიიღეს ადგილები: ფინეთმა, ისრაელმა, რუმინეთმა და თურქეთმა.

ყველა ახალი ამბავი
0