გიორგი ლორთქიფანიძეს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

© FB/Георгий Лорткипанидзеგიორგი ლორთქიფანიძე
გიორგი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოში არ იმყოფება და საგამოძიებო ორგანოებთან თანამშრომლობას თავს არიდებს.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს გიორგი ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიებად დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, ნათქვამია საქალაქო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

გიორგი ლორთქიფანიძეს ბრალად ედება 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დაშლისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბება. იმ პერიოდში მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა.

გიორგი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პროკურატურამ ოდესის პოლიციის უფროსს ბრალი წაუყენა

„აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებული გიორგი ლორთქიფანიძე არ იმყოფება საქართველოში და იგი თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოებსა და სასამართლოში გამოცხადებას, ასევე სასამართლომ მხედველობაში მიიღო მისი მხრიდან საქმეზე დაკითხულ მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხის არსებობა და მიზანშეწონილად მიიჩნია მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება“, — ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

გიორგი ლორთქიფანიძემ მანამდე განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას 15 ოქტომბრისთვის გეგმავს. ამ დროისთვის კი საპარლამენტო არჩევნები დამთავრებული იქნება, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ — მათი რწმენით, ამ არჩევნებში გამარჯვებული.

გიორგი ლორთქიფანიძე - Sputnik საქართველო
ოდესის პოლიციის უფროსი პროკურატურაში მის დაბარებას საპარლამენტო არჩევნებს უკავშირებს

„ბილეთი აღებული მაქვს, რომ 15 ოქტომბერს ჩამოვიდე. მანამდეც ვუთხარი, რომ თუ სასწრაფო აქვთ რამე, სკაიპით ჩავერთვები. სამი წლის წინ მაქვს ჩვენება მიცემული. რამე რომ ყოფილიყო, მაშინვე რეაგირება ექნებოდათ… რომც ვიცოდე, რომ დამაკავებენ, მე მაინც ჩამოვალ“, — თქვა ლორთქიფანიძემ „რუსთავი 2"-ის ეთერში.

აღსანიშნავია, რომ ლორთქიფანიძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა სასამართლოს თბილისამდე ბილეთიც კი წარუდგინა.

როგორც ადვოკატი ამბობს, სასამართლომ ლორთქიფანიძეს პატიმრობა იმ მიზნით შეუფარდა, რომ მან „ვერ შეძლოს  ჩამოსვლა საქართველოში“, და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

ყველა ახალი ამბავი
0