სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლის პარტიამ ბურჭულაძის ბლოკი არ დატოვა

© Courtesy by Giorgi Vashadzeგიორგი ვაშაძე
გიორგი ვაშაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი დღით ადრე, პაატა ბურჭულაძის ბლოკი პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ წარმომადგენლებმა დატოვეს.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. პარტია „სამოქალაქო პლატფორმა —ახალი საქართველო“ ბლოკ „პაატა ბურჭულაძე — სახელმწიფო ხალხისათვის შემადგენლობაში დარჩება, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ. 

ერთი დღით ადრე ყველასგან მოულოდნელად პაატა ბურჭულაძის ბლოკი პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის“ წარმომადგენლებმა დატოვეს. საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე ამის მიზეზი ფული გახდა. 

„დღის განმავლობაში ჩვენ ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს, კონსულტაციებს სხვადასხვა თემებზე და მე მივიღე გადაწყვეტილება ჩემს გუნდთან ერთად გავაგრძელო ბრძოლა არჩევნებზე საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში. ჩვენ ვაპირებთ ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენოთ და ყველა გვაკვირვოთ. ჩვენთვის აუცილებელია საზოგადოების მხარდაჭერა, რათა ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს სპეკულაციები, მანიპულაციები და პოლიტიკური თამაშები ამ ქვეყანაში“, — თქვა ვაშაძემ. 

გია ხუხაშვილი - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ბურჭულაძემ საბედისწერო შეცდომა დაუშვა

პარტია „გირჩის“ წარმომადგენლებმა ბურჭულაძე შანტაჟში დაადანაშაულეს, თითქოს იგი ფულს ითხოვდა პარტიის წევრებისაგან ბლოკის საარჩევნო სიაში ყოფნისათვის. თავის მხრივ პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ „გირჩს“ ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს, რაც მისთვის მიუღებელია. პაატა ბურჭულაძის ბლოკის წევრებმა უკვე მიმართეს ცესკოს „გირჩის“ წევრების ბლოკის საარჩევნო სიიდან ამოღების თაობაზე.

რაც შეეხება ვაშაძეს, მან მაისში დატოვა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და შექმნა პარტია „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველო“. 

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერსაა დაგეგმილი. პარლამენტში მოხვედრისათვის 19პოლიტიკური პარტია,  6 საარჩევნო ბლოკი და დამოუკიდებელი კანდიდატები იბრძოლებენ. 


ყველა ახალი ამბავი
0