თბილისი, 28 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა სოფიო შაფათავამ საჩოგბურთო ტურნირის პირველ რაუნდში, რომელიც ამ დღეებში ტაშკენტში მიმდინარეობს, თურქეთის წარმომადგენელს ორ სეტში მოუგო ანგარიშით 6:1, 6:4 და ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური საიტი.
ქართვემა ჩოგბურთელმა ყველა კომპონენტში აჯობა თავის მეტოქეს. განსაკუთრებით კარგად შაფათავა ჩაწოდებაზე მოქმედებდა და პირველი ჩაწოდების მერე 70%, ხოლო მეორე ჩაწოდების მერე 41% მოიგო. შედარებისათვის, თურქი ჩოგბურთელის ანალოგიურმა მაჩვენებლებმა, შესაბამისად, 51% და 26% შეადგინა.
ტურნირის მეორე რაუნდში შაფათავა უკრაინელ ეკატერინა კოზლოვას ეთამაშება, რომელმაც ხორვატ დონა ვეკიჩს მოუგო ორ პარტიაში – 6:1, 7:6.
ტაშკენტის ტურნირის საპრიზო ფონდი 225 ათას აშშ დოლარს შეადგენს.