ბასილაშვილი საფრანგეთის ჩოგბურთის ტურნირის მერვედფინალში დამარცხდა

© https://www.facebook.com/sport.youth.georgiaნიკოლოზ ბასილაშვილი
ნიკოლოზ ბასილაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის ქალაქ მეცში საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 463 ათას ევროს შეადგენს, 25 სექტემბრამდე გასტანს.

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ლუქსემბურგელ ჟიულ მიულერთან შეხვედრაში დამარცხდა და საფრანგეთის АТР სერიის ჩოგბურთის ტურნირის მეოთხედფინალში ვერ გადავიდა, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.

ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
ბასილაშვილი საფრანგეთის ჩოგბურთის ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა

პირველი პარტია საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მიულერი მხოლოდ პირველი ჩაწოდებით მიღებული  ქულების რაოდენობით ჯაბნიდა მოწინააღმდეგეს, თუმცა საბოლოოდ  ერთადერთი ბრეიკის წყალობით დაამარცხა.

სამწუხაროდ, ბასილაშვილს ზოგადად უჭირს პირველი  მარცხიანი პარტიის შემდეგ მეორე პარტიისთვის განწყობა. ქართველ ჩოგბურთელს თამაში ჩაწოდებაზე გაუფუჭდა და ამის შემდეგ შეცდომების დაშვება დაიწყო, რითაც მიულერმა ისარგებლა კიდეც.

საფრანგეთის ქალაქ მეცში საჩოგბურთო ტურნირი, რომლის საპრიზო ფონდიც 463 ათას ევროს შეადგენს, 25 სექტემბრამდე გასტანს.

ყველა ახალი ამბავი
0