ბასილაშვილი საფრანგეთის ჩოგბურთის ტურნირის მეორე რაუნდში გავიდა

© FB/Moselle Openჩოგბურთი
ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე მსოფლიოს 37-ე ჩოგანი ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი იქნება.

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა  ნიკოლოზ ბასილაშვილმა სამ სეტში დაამარცხა ფრანგი გრეგუარ ბარერე (5:7, 7:5, 6:2) და სერია АТР 250-ის ტურნირის მეორე რაუნდში გადავიდა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარეობს.

ოქსანა კალაშნიკოვა - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელმა Ricoh Open-ის ტურნირზე წყვილთა ორთაბრძოლა მოიგო

თამაში თანაბარი და დაძაბული გამოვიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა წარმატებას პირველ ჩაწოდებაზე თავდაჯერებული  თამაშით მიაღწია, რა დროსაც 8 ეისი გააკეთა და ბურთების 71% მოიგო.

ამ დროისათვის ბასილაშვილი АТР-ის რეიტინგში მეასე ადგილს იკავებს. აღნიშნული გამარჯვებით ქართველმა სპორტსმენმა ქულების მარაგი 32 ქულით შეივსო, რაც რეიტინგში მის ადგილს რამდენიმე პოზიციით გააუმჯობესებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მოწინააღმდეგე მსოფლიოს 37-ე ჩოგანი ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი იქნება, რომელმაც ორ პარტიაში დაამარცხა არგენტინელი ორასიო სებალიასი (7:6, 7:5).
შეგახსენებთ: მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 463 ათას ევროს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0