ქართველმა ჩოგბურთელმა Ricoh Open-ის ტურნირზე წყვილთა ორთაბრძოლა მოიგო

© Photo: courtesy of Oxana Kalashnikovaოქსანა კალაშნიკოვა
ოქსანა კალაშნიკოვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შვედოვა/კალაშნიკოვას წყვილმა გადამწყვეტ მატჩში შეჯიბრების მეოთხე დუეტი - ქსენია კნოლი (შვეიცარია)/ ალექსანდრა კრუჩინი (სერბეთი) - ანგარიშით 6:1,6:1 დაამარცხა.

თბილისი,  12 ივნისი — Sputnik. ჰოლანდიაში გამართულ Ricoh Open-ის ტურნირზე ყაზახმა ჩოგბურთელმა იაროსალავა შვედოვამ საქართველოს წარმომადგენელ  ოქსანა კალაშნიკოვასთან ერთად, წყვილთა ფინალური ორთაბრძოლა მოიგო, რომლის საპრიზო ფონდიც 250 ათასი აშშ დოლარი იყო.

შვედოვა/კალაშნიკოვას წყვილმა გადამწყვეტ მატჩში  შეჯიბრების მეოთხე დუეტი — ქსენია კნოლი (შვეიცარია)/ ალექსანდრა კრუჩინი (სერბეთი) — ანგარიშით 6:1,6:1 დაამარცხა. 

ჩოგბურთი - Sputnik საქართველო
ქართველმა ჩოგბურთელებმა დევისის თასის გათამაშების პირველ დღეს წააგეს

მანამდე  ყაზახურ-ქართულმა წყვილმა ნახევარფინალში ალექსანდრა პანოვა (რუსეთი)/არმა სადიკოვიჩის (შვეიცარია) დუეტს  6:1, 6:3  მოუგო, მეოთხედფინალში კი ჩეხეთის დუეტს — ლენკა კუნჩიკოვა/კაროლინა სტუჩლას ანგარიშით 7:6,2:6,10:7 სძლია, ხოლო მარტის თვეში პირველი წრის მატჩში ვერა დუშევინა (რუსეთი)/ელენა ოსტაპენკოს (ლატვია) წყვილი ანგარიშით 7:5,6:3  დაამარცხა.

წყვილთა ორთაბრძოლის მოგებით ჩოგბურთის ქალთა ასოციაციის (WTA) რეიტინგში შვედოვასა და კალაშნიკოვას ანგარიშზე 280  ქულა და 12 ათას 300 აშშ დოლარია. შვედოვამ თავისი კარიერის მანძილზე აღნიშნულ ტურნირში მეორედ ითამაშა წყვილთა ფინალურ ორთაბრძოლაში — პირველად მან 2010 წელს ამერიკელ ვანეი კინგთან წყვილში ითამაშა, თუმცა მაშინ ამ დუეტმა ანასტასია როდიონოვა (ავსტრალია)/ალა კუდრიავცევას (რუსეთი) წყვილს დაუთმო.


ყველა ახალი ამბავი
0