მიხეილ ჯანელიძე: ერებს შორის სიძულვილის გაღვივება დაუშვებელია

© photo: Sputnik / Asatur Yesayantsმიხეილ ჯანელიძე
მიხეილ ჯანელიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, თურქეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური პრინციპების დაცვით.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ თურქეთი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდა, რეაგირება მოახდინოს იმ განცხადებებზე, რომლებიც ერთა შორის შუღლის გაღვივებისკენაა მიმართული.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„პატრიოტთა ალიანსის“ ვიდეორგოლი ეთერიდან მოიხსნა

„თურქეთი წარმოადგენს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორს, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან მტკიცედ იცავს და მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ურთიერთობები ვითარდება ურთიერთპატივისცემისა და კეთილმეზობლური პრინციპების დაცვით და არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ ამ ურთიერთობებს რაიმე უქმნიდეს საფრთხეს. მოვუწოდებთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, შეისწავლოს ყოველი განცხადება, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კანონმდებლობას და მოახდინოს მყისიერი რეაგირება“, — ნათქვამია მიხეილ ჯანელიძის განცხადებაში, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ასევე მოუწოდა ცესკოს, რეაგირება მოახდინოს ბლოკის „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი — საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლზე, სადაც ნათქვამია, რომ თურქეთს აჭარისა და აფხაზეთის მითვისება სურს. ამას გარდა, კლიპში ოპოზიციონერები თურქებს ქართველთა გენოციდშიც ადანაშაულებენ.

ყველა ახალი ამბავი
0