კვირიკაშვილი: პერესი ისრაელის ისტორიაში მნიშვნელოვანი ფიგურა იყო

© photo: Sputnik / Игорь Якунин / გადასვლა მედიაბანკშიშიმონ პერესი
შიმონ პერესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთავრობის მეთაურის განცხადებით, თანამედროვე სამყაროსთვის ისეთი მასშტაბის პოლიტიკური ფიგურის მემკვიდრეობა, როგორც პერესი იყო, ძალზე მნიშვნელოვანია.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ექს-პრეზიდენტ შიმონ პერესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისრაელის ხალხს მიუსამძიმრა და მას ისრაელის ისტორიაში უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა უწოდა.

შიმონ პერესი დღეს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. ორი კვირის წინ ექიმებმა მას ინსულტი დაუდგინეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინსულტის შემდეგ ის მედიკამენტურ კომაში იმყოფებოდა და ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატს იყო შეერთებული.

„შიმონ პერესი იყო უაღრესად მნიშვნელოვანი ფიგურა ისრაელის ისტორიაში. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში; თანამედროვე ისრაელი სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული. იგი იყო პოლიტიკოსი, რომელმაც კარგად იცოდა მშვიდობის ფასი და დაუღალავად იბრძოდა ადამიანების სიმშვიდისთვის… გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ჩვენი მეგობარი ქვეყნის — ისრაელის მთავრობასა და ხალხს ამ დიდი დანაკლისის გამო“, — აღნიშნულია საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვირიკაშვილის წერილში.

შიმონ პერესი - Sputnik საქართველო
თბილისში შიმონ პერესის ერთი ვიზიტის ისტორია

პერესმა ისრაელსა და რეგიონში სტაბილურობის გამტკიცებისთვის მყარი ფუნდამენტი შექმნა. ამ რანგის პოლიტიკური ფიგურების არსებობა სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე მსოფლიოსთვის და გვჯერა, რომ მისი მემკვიდრეობა იქნება სამაგალითო გამოცდილება მომავალი სახელმწიფო მოღვაწეებისა და ახალი თაობებისთვის, ნათქვამია პრემიერის წერილში.

პერესი, რომელიც თანამედროვე ბელარუსის ტერიტორიაზე დაიბადა, მიჩნეულია ისრაელის „დამაარსებელი მამების“ პლეადის ბოლო წარმომადგენლად, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და ბირთვული პროგრამის შემქმნელად, ახლო აღმოსავლეთის მშვიდობიანი პროცესის არქიტექტორად. შიმონ პერესს მინისტრის ათზე მეტი პოსტი ეკავა, ორჯერ იყო მთავრობის მეთაური, 2007-2014 წლებში იყო ქვეყნის პრეზიდენტი.

ყველა ახალი ამბავი
0