ივანიშვილის ბანკმა ქართულ ოცნებას 1 მილიონი ლარი ასესხა

© photo: Sputnik50 ლარიანი კუპიურები
50 ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართუ ბანკმა საარჩევნო კოდექსზე დაყრდნობით პარტიას კრედიტი მისცა.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ Cartu Bank“-ში, რომელიც პარტიის დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, კრედიტი აიღო საარჩევნო ხარჯებისათვის. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის დეკლარაციაში, რომელიც შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. 

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პარტიები და საარჩევნო ბლოკები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ, ვალდებულნი არიან ყოველ ორ კვირაში წარადგინონ დეკლარაცია წინასაარჩევნო შემოსავლებზე.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერები - Sputnik საქართველო
„ქართული ოცნება“ აგვისტოში 5.6 მილიონი ლარით გამდიდრდა

31 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემოსავლებმა 5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. მათგან 4 მილიონამდე ლარი მოქალაქეთა შემოწირულობაა. კიდევ 1 მილიონი კი პარტიამ ქართუ ბანკისაგან მიიღო 4 თვიანი კრედიტის სახით. კრედიტის გაცემის საფუძველი გახდა საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლი, რომლის თანახმადაც პარტიას, რომელიც ხმათა 10%-ზე მეტს მიიღებს, უფლება აქვს 1 მილიონი ლარის ანაზღაურება მოითხოვოს. 

 

ყველა ახალი ამბავი
0