წიკლაურისა და მინაშვილის დაკითხვა სუს-ში არ შედგა

© FB / ЕНДრომან გოცირიძე, დავით ბაქრაძე და ნუგზარ წიკლაური
რომან გოცირიძე, დავით ბაქრაძე და ნუგზარ წიკლაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყოფილ მმართველ პარტიაში აღნიშნეს, რომ დეპუტატები საარჩევნო კამპანიით არიან დაკავებულნი.

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ნუგზარ წიკლაური და აკაკი მინაშვილი სახელმწიფო უშიშროების სამსახურში (სუს) დაკითხვაზე არ გამოცხადდნენ. 

სუს-მა სისხლის სამართლის საქმე აღძრა საქართველოში ხელისუფლების დამხობის ან ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულებასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოჩნდა აუდიოჩანაწერი, რომელშიც განიხილება ქვეყანაში მოვლენათა განვითარების რევოლუციური სცენარი. 

„ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში საარჩევნო რეჟიმია და გადატვირთული გრაფიკი გვაქვს, ვთხოვთ სუს-ის წარმომადგენლებს მოვიდნენ და ადგილზე დაკითხონ მათთვის საინტერესო პირები“, — ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ პარტიის პრესამსახურის წარმომადგენელს.

პატრული - Sputnik საქართველო
საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე გამოძიება დაიწყო
 

წიკლაური მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია თეთრიწყაროს რაიონში, ხოლო მინაშვილი საარჩევნო კამპანიითაა დაკავებული, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი. 

აუდიოჩანაწერი ინტერნეტ-სივრცეში სამშაბათს გავრცელდა. უდიოჩანაწერში ადამიანი, რომელიც სააკაშვილის ხმით საუბრობს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან მომავლის გეგმებს, კერძოდ, მოვლენების რევოლუციური სცენარის განვითარების საკითხს განიხილავს.

ჩანაწერში სავარაუდოდ ფიგურირებენ აკაკი ბობოხიძე, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი და გიგი წერეთელი. 

სააკაშვილმა ზემოთაღნიშნულ აუდიო ჩანაწერს უნიჭო მონტაჟი უწოდა. 


ყველა ახალი ამბავი
0