აშშ–ის ელჩმა საქართველოში ამომრჩევლის დაშინების შემთხვევების შესახებ განაცხადა

© Facebook / US Embassyიან კელი
იან კელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
იან კელის არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი პარტიის ან ბლოკის წარმომადგენლები აშინებდნენ ამომრჩევლებს.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. აშშ–ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დამკვირვებლებმა ამომრჩევლების დაშინების შემთხვევები გამოავლინეს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს არის დაგეგმილი, რომელშიც 19 პარტია და 6 საარჩევნო ბლოკი ღებულობს მონაწილეობას. წინასაარჩევნო კამპანიიის მსვლელობას 38 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ადევნებს თვალს.

„საქართველოში საკმაოდ კარგი წინასაარჩევნო გარემოა. ყურადღებით ვაკვირდებით ამ არჩევნებს. ჩვენ და ზოგიერთმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ დააფიქსირა, რომ ადგილი ჰქონდა დაშინების რამდენიმე შემთხვევას, ეს შემაშფოთებელია და ჩვენი პოზიცია გავაცანით საქართველოს ხელისუფლებას“, – განაცხადა იან კელიმ ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის ეთერში.

ელჩს არ დაუზუსტებია, კონკრეტულად რომელი პარტიის ან ბლოკის წარმომადგენლების მხრიდან ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება.

პატრული - Sputnik საქართველო
საქართველოში ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების საქმეზე გამოძიება დაიწყო

მანამდე კელიმ განაცხადა, რომ საქართველოში მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა.  არის გარკვეული ინციდენტები, მაგრამ ისინი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის უმნიშველოა.

ამასთან, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში ვითარება იძაბება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ორ დღეში სისხლის სამართლის საქმეები აღძრა – საბოტაჟის მომზადებისა და ხელისუფლების ჩამოგდების ან მიტაცების მიზნით შეთქმულების შესახებ. საქმის მასალები ენმ–ის წევრებსა და ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მიუთითებს.

ენმ–ის ლიდერები და მიხეილ სააკაშვილი უკანონო ქმედებებში რაიმე მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფენ.

ყველა ახალი ამბავი
0