თბილისში აფეთქების ხმა გაისმა - ერთი ადამიანი დაიღუპა

© photo: Sputnik / Alexander imedashvili112
112 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი მარტოხელა პენსიონერის ბინაში მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია, შედეგად ხანძარი მოხდა. ადგილზე მოსულმა მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

თბილისი, 26 სექტემბერი— Sputnik. თბილისში ვაზისუბნის რაიონში საცხოვრებელი სახლის ბინაში აფეთქების შედეგად მამაკაცი დაიღუპა, საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება  "Новости-Грузия".

წინასწარი მონაცემებით, დაღუპულია 70 წლის მარტოხელა პენსიონერი. სავარაუდოდ, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია, რის  შედეგად ხანძარი მოხდა.

დაიწვა პენსიონერის ბინის სამი ოთახი საერთო ფართით 60 კვადრატული მეტრი. ადგილზე მეხანძრეებისა და მაშველების ორი ბრიგადა გამოცხადდა.

ხანძრის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, მაგრამ ადგილზე მოსულმა მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.

112-ის სამსახური - Sputnik საქართველო
რუსთავში ქალი მერვე სართულიდან გადმოვარდა

შს სამინისტროში არ აკონკრეტებენ, რა გახდა ბინაში გაზის გაჟონვის მიზეზი. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით "უსაფრთხოების წესების დარღვევა სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას, რამაც ადამიანის სიკვდილი ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია", რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0