თბილისი,22 სექტემბერი — Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან 42 წლის ქალბატონი გადმოვარდა, გამოძიება „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით დაიწყო, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით.
უბედური შემთხვევა წუხელ მე-12 მიკრორაიონში მოხდა. გარდაცვლილის მეზობლების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ის ღია ფანჯრიდან ძლიერი ქარის გამო გადმოვარდა.
მედიის ინფორმაციით, დაღუპული ქალბატონი ძმასთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც ინციდენტისას შინ არ იმყოფებოდა.
აღსანიშნავია, რომ სექტემბერში რუსთავში ეს საცხოვრებელი კორპუსის მაღალი სართულიდან ადამიანის გადმოვარდნის მეორე შემთხვევაა. გასულ კვირაში 80 წლის მამაკაცი გადმოვარდა მეექვსე სართულიდან და ადგილზე გარდაიცვალა.