თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ასაკოვანი მამაკაცი რუსთავში, მეექვსე სართულზე მდებარე საკუთარი ბინის აივნიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.
80 წლის მამაკაცის ცხედარი მეზობლებმა პარასკევ დილით აღმოაჩინეს. მათი აზრით, ეს არა სუიციდი, არამედ უბედური შემთხვევაა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არ საუბრობენ მომხდარის ოფიციალურ ვერსიაზე.
სისხლის სამართლის საქმე „თვითმკვლელობამდე მიყვანის“ მუხლით აღიძრა.