სასტუმრო განმუხურში: გზა შერიგებისკენ

© Сайт Георгия Квирикашвилиსასტუმროს პროექტი განმუხურში
სასტუმროს პროექტი განმუხურში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აფხაზეთთან გამყოფ ხაზთან ახლოს უნიკალური სასტუმროს მშენებლობა და ბოტანიკური ბაღის გაშენება იწყება. პროექტის ნაწილის დაფინასებას თავის თავზე ბიძინა ივანიშვილი იღებს.

თბილისი, 26 სექტემბერი— Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აფხაზეთთან გამყოფი ხაზის მახლობლად სოფელ განმუხურში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობის დაწყების შესახებ განაცხადა.

პროექტი განხორციელდება ფონდ,,ქართუს“ და თანაინვესტირების ფონდის მხარდაჭერით. 

ფონდი,,ქართუს“ დაფინანსებით 100 ჰექტრამდე ტერიტორიაზე გაშენდება ბოტანიკური ბაღი, რომლის ფარგლებში განხორციელდება 20 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია. ხოლო თანაინვესტირების ფონდი ააშენებს უმაღლესი დონის 60 მილიონი დოლარის ღირებულების 5 ვარსკვლავიან სასტუმროს. 

ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
ივანიშვილს აფხაზეთში სასტუმროს აშენება სურს

"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა მზაობა, დააფინანსოს ანალოგიური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო კომპლექსისა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობა გამყოფი ხაზის მეორე მხარესაც. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მისგან მიღებული მოგება მოხმარდება ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობას და ინფრასტრუქტურის განვითარებას",- განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი სიტყვებით, ეს მართლაც უნიკალური წინადადებაა, რომელიც სრულად შეესაბამება სახელმწიფოს სამშვიდობო და შერიგების პოლიტიკას.

"დადგა დრო, როცა ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ, უნდა ვიფიქროთ ჩატეხილი ხიდების აღდგენაზე. ჩვენს ურთიერთობებში მშვიდობას და მეგობრობას ალტერნატივა არა გააჩნია",- ხაზი გაუსვა კვირიკაშვოლმა.

პრემიერი დარწმუნებულია, რომ ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში მსგავსი პროექტების განხორციელება მიზიდულობის ახალ ცენტრს შექმნის და ინვესტორებს დამატებით სტიმულს მისცემს.

"ეს ორი პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტულ ნაკადს… აღსანიშნავია, რომ განმუხურის ბოტანიკური ბაღი არ იქნება მხოლოდ რეკრეაციული ზონა, მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია იქნება უნიკალური კოლხური ჯიშებისა და სახეობების გადარჩენა",-განაცხადა კვირიკაშვილმა.

სამშენებლო სამუშაოებზე, რომლებიც დაახლოებით ორი წელი გაგრძელდება, ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება.

ყველა ახალი ამბავი
0