ივანიშვილს აფხაზეთში სასტუმროს აშენება სურს

© FB / НПО "Гражданин"ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღეს, საქართველოს ექს-პრემიერის ფინანსური მხარდაჭერით, აფხაზეთთან გამყოფ ხაზთან, უნიკალური სასტუმროს მშენებლობა და ბოტანიკური ბაღის მოწყობა იწყება. ივანიშვილი აფხაზებს ასეთივე სასტუმროს აშენებას სთავაზობს.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აფხაზებს მაღალი კლასის სასტუმროს აშენება შესთავაზა.

დღეს, აფხაზეთთან ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს, განმუხურში, თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით, უნიკალური სასტუმროს მშენებლობა დაიწყება. მასთან, ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ სახსრებით, ბოტანიკური ბაღი მოეწყობა.

გიორგი კვირიკაშვილი და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - Sputnik საქართველო
საქართველომ შტაინმაიერისგან მაღალი შეფასება მიიღო

„ამასთან დაკავშირებით ჩვენი აფხაზის ძმებისთვის შეთავაზება მინდოდა გამეკეთებინა, საქმიანი წინადადება, ხაზს იქითაც ვთავაზობ ასეთივე კლასის სასტუმროს აშენებას. გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს გამყოფ ხაზს იქითაც“, — განაცხადა ივანიშვილმა ქვემო ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

პროექტის შემოსავლები ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდებოდა, აღნიშნა მან.

„ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა ნდობის აღდგენას“, — დასძინა ივანიშვილმა.

მისი განცხადებით, ქართული მხარე ამ ინფორმაციის აფხაზეთამდე მიწოდებას ცდილობდა, თუმცა, მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი ჯერჯერობით უცნობია.

„რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ამ საკითხზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. მაგრამ წინადადება იმდენად ჰუმანური და მეგობრულია, რომ არ მგონია, ამას პოზიტიური შეფასება არ მოჰყვეს“, — აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრემიერი 2012 წელს გახდა, 2013 წლის ბოლოს კი თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, გადავიდა სამოქალაქო სექტორში და შექმნა არასამთავრობო საზოგადოება „მოქალაქე“.

ყველა ახალი ამბავი
0