მღებრიშვილი: სააკაშვილს საქართველოში კანონის შესაბამისად შეხვდებიან

© photo: Sputnik / David Khizanishvili / გადასვლა მედიაბანკშიმიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოდესის ოლქის გუბერნატორზე საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში, პოლიცია კანონით იხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
სააკაშვილი გიორგი ლორთქიფანიძისთვის ბრალის წაყენებას "ყურით მოთრეულ თემას" უწოდებს

ქართულმა მედიასაშუალებებმა ბოლო დროს არაერთხელ გაავრცელეს ინფორმაცია ექს-პრეზიდენტის სამშობლოში შესაძლო დაბრუნების შესახებ. სააკაშვილის მიმართ ოთხი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული.

„მიხეილ სააკაშვილი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, პოლიცია ისე იმოქმედებს, როგორც ეს კანონით არის გათვალისწინებული. სწორედ კანონით გათვალისწინებული ნორმებით ვიმოქმედებთ მაშინაც, თუ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა“, — განაცხადა მღებრიშვილმა.

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოქმედდა. 2015 წელს მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი მოაწერა ბრძანებულებას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რადგან ის სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა.

ყველა ახალი ამბავი
0