ივანიშვილი: სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას ვერ გაბედავს

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკშიოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი
ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი დაბრუნდება სამშობლოში, სადაც მაქსზე შიდა სახელმწიფოებრივი ძებნაა გამოცხადებული, კეთდება მხოლოდ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის მიზნით.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას ვერ გაბედავს, რადგან ამის გამბედაობა არ ეყოფა. 

ქართულ მედიაში არა ერთხელ გაჟღერდა ინფორმაცია სააკაშვილის სამშობლოში შესაძლო დაბრუნების თაობაზე. 

"სად ჩამომსვლელია ეს საცოდავი, დაკეტილი სივრცის ლიფტში ეშინია არ გაიჭედოს…გაფიქრებაც შეუძლებელია იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“, შესაძლოა, არჩევნები გააყალბოს და ეს „ნაციონალებმაც“ კარგად იციან, მაგრამ ისიც კარგად იციან, რომ არავითარი შანსი არა აქვთ და ცდილობს  როგორმე გუნდი მოიყვანოს და მერე წარღვნას დავაფუძნებო მე და გადავატრიალებთ, ავატრიალებთო. არაფრის თავი არა აქვთ მაგ საცოდავებს, ზის იქ, ნაცვლად იმისა, რომ ჩამოვიდეს, საკუთარ სახელმწიფოს ელემენტარული პატივი სცეს“, — განაცხადა ივანიშვილმა ქვემო ქართლში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე. 

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
მღებრიშვილი: სააკაშვილს საქართველოში კანონის შესაბამისად შეხვდებიან

რაც შეეხება მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლო პროვოკაციებს, ივანიშვილის აზრით,  თუ ასეთი იქნება — მცირე მასშტაბებით, რაც ქვეყანაში სიტუაციაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

სააკაშვილმა საქართველო 2013 წლის ნოემბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილება ამოქმედდა. 2015 წელს მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე დაინიშნა. 2015 წლის დეკემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, ხელი მოაწერა ბრძანებულებას სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, რადგან ის სხვა ქვეყნის მოქალაქე გახდა.


ყველა ახალი ამბავი
0