დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს 90 ხიდი და 40 გვირაბი დააკავშირებს

გამოწერა
ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის აშენების შემდეგ აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებისკენ მგზავრობა 40 წუთით შემცირდება.

თბილისი, 26 სექტემბერი — Sputnik. რიკოთის უღელტეხილზე, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, 90 ხიდისა და 40 გვირაბის მშენებლობა იგეგმება, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

პროექტის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, გზაზე გადაადგილების დრო 40 წუთით შემცირდება. 53 კილომეტრი სიგრძის სამშენებლო მონაკვეთი ორ ნაწილად არის დაყოფილი — ჩუმათელეთი — ხევი და ხევი — არაგვეთა.

ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი 11,2 კილომეტრი სიგრძისაა. ამ გზის დაპროექტება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ — 2017 წლის ნოემბერში და ორი წელი გაგრძელდება.

პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია.

ზემო ლარსზე ახალი ხიდი შენდება - Sputnik საქართველო
ზემო ლარსის ტერიტორიაზე ახალი სახიდე გადასასვლელი შენდება

რაც შეეხება ხევი-არგვეთას მონაკვეთს, მისი სიგრძე 42 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთის პროქტირება, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება.

 სამშენებლო სამუშაოების დაწყება 2018 წლის თებერვლიდან არის დაგეგმილი და 2020 წლის დეკემბრამდე გასტანს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 700 მლნ აშშ დოლარია.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთის ალტერნატიულ მარშრუტად ხარაგაულის შემოვლითი გზა განიხილება. გზის აღნიშნული მონაკვეთის სიგრძე 50 კმ-ია.

აღნიშნული მარშრუტის პროექტირების სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყება, ხოლო მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით — 2017 წლის ნოემბერში, მისი დასრულება 2020 წლის თებერვალშია დაგეგმილი.

პროექტის ღირებულებაა 80 მლნ აშშ დოლარი.

ყველა ახალი ამბავი
0