კვირიკაშვილი: საქართველო საექსპორტო ქვეყანა ხდება

© facebook.com/GeorgianGovernmentგიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ველისციხეში ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხნის გახსნას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. კახეთში, სოფელ ველისციხეში საერთაშორისო სტანდარტების, უახლესი ტექნოლოგიებითა და დანადგარებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი და საბრენდე სპირტის სახდელი ქარხანა გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო, იუწყება პრემიერის პრეს–სამსახური.

ქარხანა ღვინისა და ბრენდის მწარმოებელ ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას საქართველოში, „კახურ ტრადიციულ მეღვინეობას“ (KTW ჯგუფი) ეკუთვნის. მისი პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გადის ექსპორტზე.

ქარხნის გახსნის ცერემონიაზე მთავრობის მეთაურმა კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის" დამფუძნებელს, ზურაბ ჩხაიძეს საქართველოში განხორციელებული მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა. 

ღვინის მაღაზია თბილისში - Sputnik საქართველო
ქართული ღვინის ექსპორტი რუსეთში 50%-ით გაიზარდა

„ეს მამულიშვილური პროექტია, რომელიც იმუშავებს, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ საქართველოში შეიქმნას დოვლათი და აქ ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ეს კიდევ ბევრ მევენახეს მისცემს სტიმულს, რომ გააშენოს ვენახი, მოიყვანოს თანამედროვე სტანდარტებით, მაღალი ხარისხის ყურძენი და შემდეგ რეალიზება მოახდინოს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვვილმა.

პრემიერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, დაიწყო სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელება, რამაც სასიკეთო შედეგი უკვე გამოიღო.

„დღეს ქართველი კაცი მობრუნდა სოფლისკენ. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც დაბრუნდა სოფლად და სხვადასხვა სახის საწარმოებს ხსნიან. ეს არის მეღვინეობის, მეცხოველეობის მიმართულებით გადამამუშავებელი წარმოებები და ეს პროცესი გაგრძელდება აუცილებლად, რადგან ამ პროცესს ალტერნატივა არ გააჩნია“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ექსპორტზე და აღნიშნა, რომ „იზრდება ექსპორტი ევროპის მიმართულებით, რუსეთის ბაზარი გაიხსნა, რაც სასიხარულოა, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი ბაზარი ჩვენი ქვეყნისთვის“.

ასევე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი ჩინეთის ბაზარზე. მთავრობის მეთაურის განცხადებით, საქართველო თანდათან საექსპორტო ქვეყანა ხდება.

„საქართველო ხდება ნამდვილად საექსპორტო ქვეყანა, არა მარტო ღვინის, არამედ ცნობადობასთან ერთად, და ერთვება სოფლის მეურნეობის პროდუქტები, რითიც ჩვენ უნდა ვიამაყოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

KTW-ს ახალი ქარხნის მშენებლობა 2015 წელს დაიწყო. უჟანგავი ფოლადის ცისტერნებითა და სამაცივრო მეურნეობით აღჭურვილ ქარხანას, 15 ათასი ტონა ყურძნის გადამუშავება შეუძლია. პროექტის ინვესტირება საბანკო სექტორისა და მთავრობის დახმარებით განხორციელდა.


ყველა ახალი ამბავი
0