აჭარის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა

© photo: Sputnikმეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიუხედავად საცხოვრებელ სახლებთან ახლოს ჩამოწოლილი მეწყერისა, მოსახლეობისთვის საშიშროება არ არსებობს, მიიჩნევენ ადგილობრივ გამგეობაში.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. გადაუღებელი წვიმის შედეგად ქობულეთის რაიონის  სოფლებში – ალამბარი, ქაქუთი, ქვედა და ზედა სამება – მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სტიქია აჭარაში - Sputnik საქართველო
უამინდობამ აჭარაში კვლავ პრობლემები შექმნა

ტელეარხის ინფორმაციით, მეწყერული მასები ხუთ სახლთან ახლოს ჩამოწვა, თუმცა, მოსახლეობის გაყვანის აუცილებლობა არ არის. მეწყერის გამო გადაიკეტა შიდა გზები.

„ამ ეტაპისთვის ყველა ტექნიკა მობილიზებულია, როგორც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში მყოფი, ისე საგზაო დეპარტამენტის. მიმდინარეობს მუშაობა, რომ გაიწმინდოს გზა და გაიხსნას“, – განაცხადა ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ.

სპეციალური კომისია უამინდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლის.


ყველა ახალი ამბავი
0