უამინდობამ აჭარაში კვლავ პრობლემები შექმნა

© FB/ Мэрия Батумиსტიქია აჭარაში
სტიქია აჭარაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს: მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაგეგმილი ფოტოგამოფენები, საბავშვო ღონისძიებები და კონცერტი დღეს საზაფხულო თეატრში ჩატარდება და 14:00 საათზე დაიწყება.

თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. გასულ ღამეს აჭარას კვლავ კოკისპირული წვიმა დაატყდა თავს, რის გამოც კვარიათში, გონიოსა და ახალსოფელში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

წყალი სახლების პირველ სართულებზე შევარდა და მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი დაუზიანა. წყლის ამოტუმბვა, პრაქტიკულად, დაუყოვნებლივ დაიწყო.

„მაცივრები, საწოლები, სხვადასხვა ნივთები, თითქმის ყველაფერი გაფუჭდა. პირველი სექტემბრიდან ამ დღეში ვართ. პირველ სექტემბერს ხომ დაიტბორა, ახლა მეორეჯერ დაიტბორა“, — განუცხადა ჟურნალისტებს  ადგილობრივმა მცხოვრებმა ნანული ქოქოლაძემ.

უამინდობის გამო პრობლემები შეიქმნა სარფი-ბათუმის მაგისტრალზეც, სადაც მოძრაობას ჩამოწოლილი მეწყერები აფერხებდა. თურქეთისკენ მიმავალი მგზავრები სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ორი საათი ელოდნენ გზის გახსნას. ამ დროისათვის მაგისტრალზე მოძრაობა აღდგენილია.

„სარფი-ბათუმისა და გონიო-კვარიათის გზების მონაკვეთი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში იყო დაკეტილი. ამ დროისათვის მოძრაობა გახსნილია ორივე მიმართულებით. ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი“, — განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციათა სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე მამუკა თურმანიძემ.

ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით, ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს: მემედ აბაშიძის ქუჩაზე დაგეგმილი ფოტოგამოფენები, საბავშვო ღონისძიებები და კონცერტი დღეს საზაფხულო თეატრში ჩატარდება და 14:00 საათზე დაიწყება.

ყველა ახალი ამბავი
0