თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ აბდულაზიზ კამილოვის განცხადებით, ქვეყანა კვლავ აგრძელებს ნებისმიერ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში არგაწევრიანების საგარეო კურსს, იუწყება „Sputnik უზბეკეთი“.
„უზბეკეთი შეინარჩუნებს თანმიმდევრობას საგარეო პოლიტიკაში… უზბეკეთი კვლავ აგრძელებს სვლას ნებისმიერ სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში გაერთიანების წინააღმდეგ და ასევე არ დაუშვებს საკუთარ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნების სამხედრო ბაზებისა და ობიექტების განთავსებას“, — განაცხადა კალიმოვმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.
კალიმოვმა მადლობა გადაუხადა გაეროს გენერალურ მდივან პან გი მუნს, სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უზბეკეთის პირველი პრეზიდენტის, ისლამ კარიმოვის გარდაცვალების გამო გამოხატული თანაგრძნობისთვის.
„უზბეკეთის პრეზიდენტი არაერთხელ გამოსულა გაეროს ტრიბუნაზე, მის შემოთავაზებულ ინიციატივებს გამოხმაურება და მოწონება დაუმსახურებია საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან“, — განაცხადა რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ისლამ კარიმოვი უზბეკეთს 1989 წლიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე იგი უზბეკეთის სსრ-ს ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობდა ასევე იყო რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. უზბეკეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წელს არჩეულ იქნა პრეზიდენტად და ამ პოსტზე კვლავ ირჩევდნენ ყოველ შემდგომ არჩევნებზე.
უზბეკეთის პრეზიდენტი 79 წლის ასაკში პარასკევს გარდაიცვალა.