საპრეზიდენტო არჩევნები ესტონეთში: მეორე ტურში იიკსი და კალასი გავიდნენ

© RIA Novosti . Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშიტალინი
ტალინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო 50%–ს პლუს 1 ხმის მიღება, ამიტომ მეორე ტური დაინიშნა.

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ესტონეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა ალარ იიკსმა და სიიმ კალასმა ამომრჩევლების კოლეგიაში კენჭისყრის პირველ ტურში ხმათა უმრავლესობის მიღება ვერ შეძლეს, იუწყება „Sputnik ესტონეთი“.

მეორე ტური ამავე დღეს, ანუ შაბათს გაიმართება.

კენჭისყრის პირველ ტურში ალარ იიკსმა 83 ხმა აიღო, სიიმ კალასმა – 81, მაილის რეპსმა – 79, მარინა კალიურანდმა – 75, ხოლო მარტ ჰელმემ – 16. კენჭისყრის მეორე ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ორ კანდიდატს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.

საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
საქართველოს დღეები ესტონეთში

ადვოკატ იიკსის ასეთი წარმატება ყველასთვის სიურპრიზი გახდა. ქვეყნის ესტონურენოვან მოსახლეობაში ყველაზე მეტი მხარდაჭერა მარინა კალიურანდს ჰქონდა, ხოლო ამომრჩევლები უპირატესობას სიიმ კალასს ანიჭებდნენ. 

პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატს უნდა მიეღო ამომრჩევლების უმრავლესობის ხმა (50%–ს პლუს 1 ხმა).

ესტონეთში პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევნების ორდონიანი სისტემა მოქმედებს: თავდაპირველად სახელმწიფოს მეთაურის არჩევას პარლამენტი ცდილობს, ხოლო თუ ვერცერთი კანდიდატი ხმათა საჭირო რაოდენობას ვერ დააგროვებს, არჩევნები ამომრჩევლების კოლეგიაში გრძელდება.

ამომრჩევლების კოლეგიაში შედის პარლამენტის 101 დეპუტატი და ადგილობრივი თვითმმართველობების 234 წარმომადგენელი, სულ – 335 ადამიანი.


ყველა ახალი ამბავი
0