საქართველოს დღეები ესტონეთში

© photo: Sputnikსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ესტონეთის სიდიდით მეორე ქალაქის, ტარტუს მცხოვრებლებსა და სტუმრებს ქართული კულტურისა ტრადიციების გაცნობა შეუძლიათ.

თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს დღეები, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებაა დაგეგმილი, ესტონეთის ქალაქ ტარტუში 27–28 მაისს გაიმართება.

ქართული ღვინო - Sputnik საქართველო
ქართულმა ღვინომ ლონდონის საერთაშორისო კონკურსზე სამივე სინჯის მედალი აიღო

საქართველოს დღეები ქართული ანბანისადმი მიძღვნილი გამოფენით გაიხსნება. შემდეგ გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველო — კულტურებისა და მრავალფეროვნების ხიდი“, და სემინარი თემაზე „რა ვიცით საქართველოს შესახებ?“ სემინარზე დამსწრეებს უამბობენ არგონავტების მითსა და ქართული ცეკვის ტრადიციებსაც გააცნობენ.

ტარტუში ასევე გაიმართება ბაზრობაც, სადაც სტუმრები ქართული ღვინის ისტორიას გაეცნობიან და ხინკლის მოხვევას ისწავლიან. ეს ყველაფერი ქართული ეროვნული ცეკვისა და სიმღერის ფონზე მოხდება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტარტუს უნივერსიტეტი და საქართველოს საელჩო ესტონეთში, ნათქვამია თსუ–ს "ფეისბუქის" გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0