მაჟორიტარული არჩევნების საინტერესო ფაქტები

© FB / CEC of Georgiaარჩევნები
არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპარლამენტო არჩევნებამდე 14 დღე დარჩა. როგორც რეგიონებში, ისე თბილისში ამომრჩევლის გულის მოსაგებად გააფთრებული ბრძოლაა გაჩაღებული.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში შერეული საარჩევნო სისტემაა, ამომრჩეველს პარტიებთან ერთად, ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში წარმოდგენილ კანდიდატებს შორის არჩევანის გაკეთება მოუწევს.

საქართველოში 73 ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქია, რომელშიც კენჭს იყრის  845 ადამიანი — როგორც პარტიების ისე დამოუკიდებელი დეპუტატობის წარმომადგენლები. გამარჯვებისთვის საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის 50%-ზე მეტი ხმის მიღებაა საჭირო.  წინააღმდეგ შემთხვევაში ორი, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა ექმებათ მიღებული, მეორე ტურში „შეეჭიდებიან“ ერთმანეთს. 

რიგითი თბილისელი წინასაარჩევნო პლაკატებს ათვალიერებს. - Sputnik საქართველო
არჩევნები 2016: თბილისში წინასაარჩევნო აგიტაცია პიკს აღწევს

საქართველოს პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა უმეტესობა მამაკაცია. საარჩევნო სიაში ქალი მხოლოდ 122-ია.

მთაწმინდის რაიონში კანდიდატებს შორის კონკურენცია სხვა რაიონებთან შედარებით დიდია — 15 ადამიანი დეპუტატის ერთი ადგილისთვის იბრძვის, ამ მხრივ ყველაზე ნაკლები კონკურენცია ნაძალადევის რაიონშია — 6 კანდიდატი.

საშუალოდ, თბილისში დეპუტატის „სავარძლისთვის“ ერთმანდატიან ოლქებში 12-14 ადამიანი, რეგიონებში კი 8-10 კანდიდატი იბრძვის.

კანდიდატების ყველაზე მეტი რაოდენობა  (73 საარჩევნო ოლქიდან 72) სამმა პოლიტიკურმა ძალამ წარმოადგინა — „ქართული ოცნება — დემოკრატიულმა საქართველომ“, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სულ ახლახანს შექმნილმა საარჩევნო ბლოკმა „პაატა ბურჭულაძე —სახელმწოფო ხალხისთვის“.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0